11.1 C
Bolnisi
12.8 C
Rustavi
12.4 C
Marneuli
13.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
Homeეკონომიკააზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750 მილიონიანი მაგისტრალების ტენდერები 4 ნოემბერს სრულდება

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750 მილიონიანი მაგისტრალების ტენდერები 4 ნოემბერს სრულდება

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერები საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებისთვის. ახალი მაგისტრალების მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის 250 მილიონი ევროს სესხით (750 მილიონი ლარით) ფინანსდება.

ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4)

“რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.

პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4 ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დაყოფილია 4 ლოტად, რაზეც გამოცხადდა ორი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments