დღეს უნდა გიამბოთ პრინცის კუნძულებზე, რომელიც განსაკუთრებული ადგილია ტურისტებისთვის. სტამბოლის სამხრეთით, მარმარილოს ზღვაში მდებარეობს პრინცის კუნძულები, რომლებიც ტურისტებს მომხიბვლავ პეიზაჟსა და ულამაზეს ხედს სთავაზობს. ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა შემოდგომაზე, რადგან ოქტომბრის თვეში იგი საინტერესო აქტივობებით გამოირჩევა.
იგი 9 კუნძულისგან შედგება. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 4 მათგანია საზოგადოებისთვის გახსნილი, კერძოდ, ესენია: კინალიადა (Kinaliada), ბიურგაზადა (Burgazada), ბუიუქადა (Buyukada) და ჰეიბელიადა (Heybeliada).
პრინცის კუნძულებიდან ყველაზე დიდია ბუიუქადა (Büyükada), რაც თურქულად ნიშნავს “დიდ კუნძულს”. კუნძულზე ვერ ნახავთ მანქანას, რადგან იქ მხოლოდ ცხენიანი ეტლით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. სწორედ მის ქუჩებში დაგხვდებათ ლამაზი ყვავილებით მორთული, ფერადი ველოსიპედები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მთელი კუნძული შემოიაროთ. დამთვალიერებლებს კუნძულზე ხვდებათ ცნობილი საათის კოშკი, ასევე აია იორგის ეკლესია (წმინდა გიორგის ეკლესია).
ჰეიბელიადა (Heybeli Ada) პრინცის კუნძულებიდან სიდიდით მეორე კუნძულს წარმოადგენს. ჰეიბელიადაშიც ბუიუქადას მსგავსად არის მრავალი ისტორიული შენობა-ნაგებობა. ცენტრალური მთის მწვერვალზე არის მე -11 საუკუნის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, სადაც განთავსებულია ამჟამად არსებული ჰალკის სემინარია, მთავარი ბერძნული მართლმადიდებლური სემინარია თურქეთში. აქ არსებული ღირსშესანიშნაობებიდან საგულისხმოა ბეტ იაკოვის სინაგოგა (Bet yaakov synagogue) და აია ნიკოლას ეკლესია (aya nicola church), რომელიც კლდის გვერდით მდებარეობს.
კინალიადა (Kınalı Ada) ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი და მრავალფეროვანი კუნძულია, რადგან აქ სხვადასხვა კულტურის ხალხი ცხოვრობს ერთად. აქაც ყველაფერი წყნარი და მშვიდია. თქვენ შეგიძლიათ ფეხით მოიაროთ მთელი კუნძული დაახლოებით 20-25 წუთში. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებიდან უნდა აღვნიშნოთ კინალიადას მეჩეთი, რომელიც მდებარეობს კარშის ქუჩაზე. იგი აშენდა 1964 წელს.
ბურგუზადა (Burgazada) არის სიდიდით მესამე კუნძული, პრინცის კუნძულებს შორის, მარმარილოს ზღვის მახლობლად. აქაც არის მრავალი ისტორიულ-კულტურული შენობა, ბრწყინვალე სახლები, პლაჟები, რომლებიც ზაფხულის თვეებში განსაკუთრებით იპყრობს ტურუსტთა ყურადღებას.






