14 C
Bolnisi
13.8 C
Rustavi
13.4 C
Marneuli
14.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
Homeკულტურაანითქაბირი და მის გარშემო არსებული "მშვიდობის პარკი"

ანითქაბირი და მის გარშემო არსებული “მშვიდობის პარკი”

ანკარაში მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ერთ-ერთი არის ისტორიული ანითქაბირი, რომლის გარშემოც ულამაზესი პარკია გაშენებული. “ანითქაბირი” ითარგმნება როგორც მემორიალური საფლავი და წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს. აქვე, ათათურქის გვერდით არის დასაფლავებული ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ისმეთ ინოლუც. მავზოლეომი მოიცავს ოთხ ნაწილს: ცერემონიალების მოედანს, ლომების გზას, ღირსების დარბაზსა და მშვიდობის პარკს. მაგალითად, “ლომების გზა” არის საფეხმავლო ხეივანი, რომელსაც ორივე მხარეს 12 წყვილი ლომის ქანდაკება ჩაუყვება. აქ ლომები მჯდომარე პოზაში არიან, რაც სიმბოლურად მშვიდობასა და ძალაუფლებას ნიშნავს.

მთლიანობაში ეს ტერიტორია მოიცავს  750 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს, რომლის დაახლოებით 630 ათას კვ. მეტრი „მშვიდობის პარკია”.

აღსანიშნავია, რომ ანითქაბირის მშენებლობისას მეწყერის თავიდან ასაცილებლად და გარშემო მწვანე ზოლის შექმნის მიზნით 1946 წელს ტყის გაშენების სამუშაოები დაიწყო. ათათურქის დევიზიდან გამომდინარე „მშვიდობა სამშობლოში და მშვიდობა მსოფლიოში“  –  უცხო ქვეყნებიდან და ადგილობრივი რეგიონებიდან სხვადასხვა მცენარის ნერგები ჩამოიტანეს და შექმნეს “საერთაშორისო მშვიდობის პარკი”. მაგალითად, ესქიშეჰირიდან და სამსუნიდან ჩაიტანეს ათიათასობით ნერგი, ასევე შემდეგი 24 ქვეყნიდან – ავღანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ჩინეთიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, ერაყიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, კანადიდან, კვიპროსიდან, ეგვიპტედან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, იუგოსლავიიდან და საბერძნეთიდან.

დღეისათვის ანითქაბირის გარშემო მდებარე „მშვიდობის პარკში“ 104 სხვადასხვა სახეობის, დაახლოებით 50 ათასი დეკორატიული ხე, ბუჩქი და მცენარეა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments