საინფორმაციო პორტალი Regionpress.ge აცნობებს, რომ ქამრან რამაზანლი დაიბადა 1974 წლის 31 აგვისტოს საქართველოს ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში.
1991 წელს დაამთავრა ამ სოფლის საჯარო სკოლა წარჩინებით, 1992-1997 წლებში სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ „Qafqaz”ში და გაზეთ „Şərq“ში.
2007-2010 წლებში მუშაობდა ეოვნული ასამბლეიაში დეპუტატის თანაშემწედ.
2012-2013 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტეოროლოგიისა და პატენტების სახელმწიფო კომიტეტში უფროს კონსულტანტად.
1998-2005 წლებში იყო ახალგაზრდული კავშირის SABAH-ის თავმჯდომარე, 2008-2013 წლებში კი კავკასიის კვლევების ცენტრის თავმჯდომარე.
2019 წლის სექტემბრიდან არის SOYDAŞ საზოგადოებრივი კავშირის დირექტორთა საბჭოს თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.
მრავალი წლის განმავლობაში, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, საზიგადოების და ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობაში, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში და წამოჭრაში.
გასულ წელს ბაქოსა და თბილისში გაიმართა მისი თანაავტორი წიგნის „ილჰამ ალიევის ქართული პოლიტიკა: ენერგეტიკის სტრატეგიის კონტექსტში“ პრეზენტაცია.
2023 წელს თბილისში აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე გამოცემული წიგნის „ჰეიდარ ალიევის ენერგეტიკის სტრატეგია და საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა.
მიმდინარე წლის თებერვალში ქამრან რამაზანლი აირჩიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს აკადემიკოს ჰ.ალიევის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კოლეგების ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
როგორც “Region Press”ის მედიაორგანიზაციის ოჯახი ვულოცავთ ქამრან რამაზანლის 50 წლის იუბილეს და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.


