11.1 C
Bolnisi
12.8 C
Rustavi
12.4 C
Marneuli
13.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
Homeკულტურამოინახულეთ  უძველესი ქალაქი დიარბექირი თურქეთში

მოინახულეთ  უძველესი ქალაქი დიარბექირი თურქეთში

თურქეთის ყველაზე გამორჩეულ  ტურისტულ  ადგილებს შორისაა  სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქი დიარბექირი, რომელიც უამრავი ცივილიზაციისა და კულტურის ადგილსამყოფელია. მათი ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ქალაქის ქუჩებზე, მოედნებზე, მეჩეთებსა და ეკლესიებზე.   აღსანიშნავია, რომ ქალაქი 2015 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

დიარბაქირი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე აერთიანებდა ასურიელების, სპარსელების, რომაელების, ბიზანტიელების, სელჩუკებისა და ოსმალების კულტურებს.  ის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და კულტურული ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე. იმის გამო რომ ქალაქი  ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობს, თავის დროზე  აღმოსავლეთის ყველაზე  ლამაზი და უნიკალური ნაგებობები აშენდა სწორედ აქ.  დიარბაქირის გამორჩეულ  ტურისტულ ცენტრებს შორისაა მისი ციხე გალავანი და ჰევსელის ბაღები.  

5.5 კილომეტრიანი სიგრძის ციხე გალავნის კედლებზე, კარიბჭეებზე, ბურჯებზე, კოშკებსა და დეკორაციებზე უძველესი ცივილიზაციების  დიდებული კვალია შემორჩენილი. ჩინეთის კედლის შემდეგ, დიარბექირის  ციხე გალავნის კედლები მსოფლიოში მეორე ადგილზეა.    

ჰევსელის ბაღი  დიარბაქირის ციხე-გალავანსა და ტიგროსს შორის მდებარეობს. მრავალი საუკუნეა, რაც ეს ადგილები  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება.   აქ მრავალად მოჰყავთ ხორბალი და სხვა პროდუქტები, რის გამოც ხშირად  ამ რეგიონს მესოპოტამიის ბეღელსაც უწოდებენ.  

ჰევსელის ბაღი ამასთან სამხრეთ ანატოლიის რეგიონში ითვლება  „ფრინველთა სამოთხედ“, რადგან ამ რეგიონში, 180-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს და მათ სანახავად უცხოეთიდანაც ხშირად ჩამოდიან ტურისტები.   

ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები დიარბაქირში ჩამოსვლისას აუცილებლად ნახავენ  ისტორიულ სიფაჰილერების დახურულ ბაზარს, ჰასან ფაშა ხანის სამუშაო ცენტრს, დიდ  მეჩეთს, ღვთისმშობლის ეკლესიას,  ძველ სახლებს, მუზეუმებს და ა.შ.

ადგილობრივ კულინარიას რაც შეეხება, დიარბაქირში  ყველაზე გამორჩეულ კერძად  ნეკნების ტოლმა ითვლება.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments