11.1 C
Bolnisi
12.8 C
Rustavi
12.4 C
Marneuli
13.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
Homeკულტურაქალიშვილის კოშკი - თურქეთის კულტურული საგანძური

ქალიშვილის კოშკი – თურქეთის კულტურული საგანძური

თურქეთი რომ ულამაზესი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანაა, ამაზე არავინ დაობს.  დღეს მინდა გაგაცნოთ ქალაქ სტამბოლის სიმბოლო – ქალიშვილის კოშკი (Kız Kule), იგივე ქალთა ციხე-კოშკი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ კულტურულ ძეგლად ითვლება.

ისტორიის მანძილზე, მისი სახელი მრავალ ლეგენდასთან და თქმულებებთან იყო დაკავშირებული.  როგორც სახელიდან ჩანს, კოშკი გაუშენებიათ ერთ-ერთი დედოფლის დასაცავად. ძველად წინასწარმეტყველს ბიზანტიის იმპერატორი გაუფრთხილებია, რომ  მისი ქალიშვილი გარდაიცვლებოდა გველის კბენის შედეგად. შეშფოთებულ მეფეს, ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც გველები არ არსებობდა, აუშენებია ქალთა ციხე- კოშკი და იქ განუთავსებია საკუთარი ქალიშვილი. თუმცა, საუბედუროდ, კოშკზე, დედოფლისთვის წასაღებ კალათაში შემძვრალი გველი უკბენს დედოფალს და ის მაინც ამ ცხოველის ნაკბენით მომკვდარა. მამამისს კი, ხედარი აია სოფიას შესასვლელთან,   რკინის კუბოში დაუსვენებია, რომელზეც დღეს ორ ნახვრეტს შეამჩნევთ.  ლეგენდის თანახმად, გველებს დედოფლისთვის არც კუბოში მიუციათ მოსვენება.  ქალთა ციხე-კოშკი ანადოლუს სანაპიროსგან ორასი მეტრის მოშორებით მდებარე პატარა კუნძულზეა გაშენებულ.  მასთან დაკავშირებით, მრავალი ლეგენდა არსებობს, თუმცა მე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგიყევით, რაც მის თავისებურებასა და განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

ისტორიაში სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებული ქალთა ციხე-კოშკი, თანამედროვე პერიოდში, მუზეუმთან ერთად  რესტორანის სახითაც გემსახურებათ. დღეს, კოშკამდე მისვლა შესაძლებელია საზღვაო ძრავებითა და კატარღებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ციხე-კოშკი  ბოსფორის სრუტეს დაუვიწყარ სილამაზეს სძენს და  ქმნის საოცარ ხედს.  ეს ის ადგილია, რომლის მონახულებაც ყველაზე მეტად აინტერესეთ სტამბოლში ჩასულ ტურისტებს.

ქალწულის კოშკის მუზეუმში შესვლა უფასოა. ის ღიაა ყოველდღიურად დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments