25 მაისს რუსთავის განათლებისა და კულტურის ცენტრში საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნების მოსმენის შემდეგ ცენტრის დირექტორი რაიდა დარზიევა სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია და ხაზი გაუსვა ორი მეგობარი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლას.
შემდეგ ცენტრის მოსწავლეებმა აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე პატრიოტული სიმღერები და ლექსები შეასრულეს და ეროვნული ცეკვები იცეკვეს.
მოგვიანებით გარდაბნის რაიონის ყარათაკლიას საშუალო სკოლის მოსწავლეებმა სიმღერა შეასრულეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის მე-18 საქალაქო სკოლის, სოფელ ყარათაკლიას და თბილისის მაარიფის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მშობლებმა.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე, პოეტი-პუბლიცისტი რაფიქ ჰუმეტი, ყარათაკლიას საჯარო სკოლის დირექტორი ბაჰრამ ისაევი, რუსთავის ქალაქ 18-ე საჯარო სკოლის პედაგოგები სავალან ოსმანოვი, ქალბატონი მედინა და მაარიფის საერთაშორისო სკოლის პედაგოგი ნატო გოგიჩაშვილი. მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების მონაწილეებს და ორგანიზატორებს.




