11.1 C
Bolnisi
12.8 C
Rustavi
12.4 C
Marneuli
13.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
HomeUncategorizedსაქართველოს მთავრობამ 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 15 მაისს მოაწერა.

„ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ განსაზღვრის შესახებ“, – ასეა დასათაურებული შესაბამისი დოკუმენტი.

​17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა – 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

2024 წელს კი საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments