მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა.
“ქართული ოცნების” სია ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა, რომლის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
სიაში, ასევე მოხვდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი კობახიძე. ასევე, სიაში დასახელდა ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სპორტსმენი.
მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
- 1.ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე;
- 2.ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრი;
- 3.ირაკლი ღარიბაშვილი – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი;
- 4.შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე;
- 5.მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი;
- 6.თეა წულუკიანი – კულტურის მინისტრი;
- 7.ლაშა ტალახაძე – ძალოსანი;
- 8.ვახტანგ თურნავა – ბიზნესმენი;
- 9.მაკა ბოჭორიშვილი – პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- 10.გენო პეტრიაშვილი – მოჭიდავე;
- 11.სოზარ სუბარი – “ხალხის ძალის” დეპუტატი;
- 12.მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- 13.ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
- 14.ნიკოლოზ სამხარაძე – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- 15.ეკა ჭიჭინაძე – ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;
- 16.შოთა ბერეკაშვილი – კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი;
- 17.ლევან მახაშვილი – ევროპისმცოდნეობის დოქტორი ;
- 18.მიხეილ ყაველაშვილი – “ხალხის ძალის” დეპუტატი;
- 19.გიორგი გაბუნია – იურისტი;
- 20ლიკა შარტავა – ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი.
რადიო თავისუფლება


