20 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სახელმწიფო სუვერენიტეტის დღე აღინიშნება.
Regionpress.ge იუწყება, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ საკითხთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, ყოველწლიურად 20 სექტემბერს აზერბაიჯანში სახელმწიფო სუვერენიტეტის დღე აღინიშნება.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკამ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპაცია მოახდინა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტი სამხედრო ძალის გამოყენებით. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის არმიამ გამარჯვება მოიპოვა 44-დღიან სამამულო ომში, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის შედეგად, რომელიც მხოლოდ 23 საათს გაგრძელდა და 20 სექტემბერს დასრულდა, მამაცმა აზერბაიჯანულმა არმიამ მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა მის წინაშე დასახული ყველა ამოცანა.
ამრიგად, მომდევნო ბრწყინვალე გამარჯვების შედეგად, აზერბაიჯანის სუვერენიტეტი სრულად აღდგა.
“დღეს აზერბაიჯანის ხალხს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც მიღებულია ჩვენი გმირი ჯარისკაცების და ოფიცრების, ჩვენი მოწამეების სისხლის ხარჯზე, ჩვენი ხალხის ეროვნული სიმდიდრეა”, – ნათქვამია განკარგულებაში.


