15.5 C
Bolnisi
16.8 C
Rustavi
16.4 C
Marneuli
17.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
HomeUncategorizedაღმოაჩინეთ თურქეთის დასავლეთ რეგიონის ულამაზესი ისტორიული ადგილები

აღმოაჩინეთ თურქეთის დასავლეთ რეგიონის ულამაზესი ისტორიული ადგილები

დელიქთაში და ფენთესერი. აღსანიშნავია უძველესი ქალაქი გორდიონი, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი თურქეთში, რომელიც ფრიგიის პოლიტიკურ და კულტურულ დედაქალაქად არის ცნობილი. ენეასის კულტურული მარშრუტიენეასი არის პირველი კულტურული მარშრუტი, რომელიც რეგისტრირებულია ევროპის საბჭოს მიერ.

მარშრუტი მდებარეობს თურქეთში და იგი მოგზაურობის უნიკლაურ გამოცდილებას გთავაზობთ. ლეგენდარული ენეასის არქეოლოგიური მარშრუტი ვრცელდება ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ხუთ ქვეყანაში, დაწყებული თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ეგეოსის სანაპიროდან და დამთავრებული იტალიაში.

ენეასის მარშრუტი აერთიანებს რამდენიმე დასახლებას, ბუნებრივ არეალს და არქეოლოგიურ ადგილს, რომელთაგან ზოგიერთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მარშრუტი იწყება ჩანაქქალეს უძველეს ქალაქ ტროაში და გრძელდება ბალიქესირის ანთადროს ძველ ქალაქში.უძველესი ქალაქი საგალასოსიუძველესი ქალაქი საგალასოსი ერთ-ერთი იშვიათი ქალაქია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და სადაც დროის ზემოქმედება ძლივს იგრძნობა. დღეს ის, ბურდურის აღლასუნის რაიონში მდებარეობს. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული უძველესი ქალაქი, სადაც ანატოლიაში რომაული პერიოდის ანარეკლი ჩანს.

საგალასოსი იმ რეგიონის დედაქალაქია, რომელსაც ძველად პისიდიას ეძახდნენ. დღეს ის ცნობილია როგორც ტბების რეგიონი, რომელიც მოიცავს პისიდიას, ისპარტას, ბურდურს, აფიონქარაჰისარს და კონიას ნაწილებს. აღსანიშნაია საგალასოსის თეატრიც, რომელიც 9000 ადამიანის ტევადობისაა. ქალაქი 2009 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. მის ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაგებობებს შორის არის ანტონინის შადრევანი, რომელიც 2000 წელია ფუნქციონირებს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments