თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ისტორიით, კულტურითა და მემკვიდრეობით. მოგეხსენებათ, გორდიონი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიური ქალაქია თურქეთში, საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში 10-25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) „მსოფლიო მემკვიდრეობად“ გამოაცხადა. იგი სიაში მე-20 ადგილზეა. ასევე გორდიონის შემდეგ სიაში შეიტანეს ანატოლიის ხის ჰიპოსტილის მეჩეთები, რომელთა დიზაინი და სტრუქტურა მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია. აღსანიშნავია, რომ მათი დამატებით თურქეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობა ამ სიაში 21-მდე გაიზარდა. ხის მეჩეთები არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სალოცავი დარბაზი, რადგან იგი ინახავს უძველეს მდიდარ ისტორიას და ასევე, ასახავს ძველი ეპოქის საუკეთესო არქიტექტურულ ნიმუშს. თურქეთმა ამ ბრწინვალე არქიტექტურის წყალობით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ტურიზმის სფეროში. აღნიშნული ისტორიული მეჩეთები აშენდა ანატოლიაში მე-13 საუკუნის ბოლოს და მე-14 საუკუნის შუა ხანებში, თითოეული კი მდებარეობს თანამედროვე თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში. აღსანიშნავია იუნესკოს სიაში შემავალი თურქეთის მეჩეთები: „ბეიშეჰირ ეშრეფოღლუს“ მეჩეთი კონიაში, „სივრიჰისარ ულუს“ მეჩეთი ესქიშეჰირში, „ქასაბაქოი მაჰმუთ ბეის“ მეჩეთი კასტამონუში, ანკარაში „აჰი შერეფედინის“ ან „არსლანჰანეს“ მეჩეთი და სხვ. მიუხედავად მათი განსხვავებული მდებარეობისა, ამ მეჩეთებს აქვთ საერთო ტექნიკური მახასიათებლები. იუნესკოს განცხადების თანახმად, მეჩეთების არქიტექტურული დიზაინი იმით გამოირჩევა, რომ მისი გარე ნაწილი ქვებისგან არის აწყობილი, შიგნით კი ნახავთ ბრტყელ ხის ჭერსა და შიდა სვეტებს სახურავზე. ეს ისტორიული ნაგებობები, რომლებზეც შეამჩნევთ „ხელით დახატულ“ მრავალ დეკორაციას, კარგად არის შემონახული შუა საუკუნეებიდან დღემდე და უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესოდ ასახავს ძველი ანატოლიის ცხოვრებასა და კულტურას. მეჩეთები იუნესკოს სიაში აღსანიშნავია „ბეიშეჰირ ეშრეფოღლუს“ მეჩეთი, რომელიც იუნესკოს სიაშია მოხვედრილი. იგი ხის სვეტებიანი ყველაზე დიდი მეჩეთია ანატოლიაში. 1296-1299 წლებში აშენებული ეს სალოცავი ადგილი ასახავს სელჩუკთა პერიოდის ოსტატურ ბრწყინვალებას, ასევე მათ ცხოვრებასა და მათ კულტურას. იგი შეიცავს მრავალი ხის სვეტს, ხელით მოჩუქურთმებულ ხის ჭერსა და ამბიონს. ეშრეფოღლუს მეჩეთი მდებარეობს კონიას პროვინციაში და იგი მე-13 საუკუნით არის დათარიღებული. აღსანიშნავია რვასაუკუნოვანი „სივრიჰისარ ულუს“ მეჩეთი, სადაც 2500 ადამიანს ერთდროულად შეუძლია ლოცვა. მას აქვს ოთხი შესასვლელი კარი, მისი სახურავი კი 67 ხის სვეტი ეყრდნობა., რომელთა ზედა ნაწილებსაც ხელით დახატული ფიგურები ამშვენებს. რაც შეხება მის ამბიონს, იგი დამზადებულია კაკლის ხისგან და მორთულია გეომეტრიული და ყვავილოვანი ორნამენტებით. „აჰი შერეფედინის“, იგივე „არსლანჰანეს“ მეჩეთი არ უნდა გამოგვრჩეს, რადგან იგი თურქეთის რვასაუკუნოვანი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. მეჩეთი გარედან საკმაოდ სადა და ლამაზია, რასაც ბევრი ტურისტი მისი ნახვისას აღნიშნავს ხოლმე. XIII საუკუნის დასაწყისში აშენებულ „აჰი შერეფედინს“ ეწოდა „არსლანჰანე“, რაც თურქულად ლომის თავშესაფარს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მის კედელში ჩადგმულია ლომის უძველესი ქანდაკება. აღსანიშნავია, რომ ოსმალეთის პერიოდის შორეულ რაიონებში ხის სახურავითა და ხის სვეტებით მეჩეთების აგების ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. ამ უნიკალური მეჩეთების ნახვა შესაძლებელია შესაბამისი მარშრუტით: https://faith.goturkiye.com/authentic-wooden-mosques


