15.5 C
Bolnisi
16.8 C
Rustavi
16.4 C
Marneuli
17.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
Homeსაზოგადოებაპოპულარული ველომარშრუტები თურქეთის ეგეოსის რეგიონში

პოპულარული ველომარშრუტები თურქეთის ეგეოსის რეგიონში

ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობიდან თურქეთში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველოტურიზმია. ეს მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება და ვითარდება.  მრავალფეროვანი ლანდშაფტიდან გამომდინარე, ველოტურების მოწყობა  ქვეყნის თუთქმის  ყველა რეგიონშია შესაძლებელი. თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეგეოსის რეგიონის ველომარშრუტები, სადაც ველოსიპედის მეშვეობით შეგიძლიათ მოინახულოთ ადგილობრივი ბუნება და კულტურული ღირსშესანიშნაობები.   მის ფარგლებში შეძლებთ მოინახულოთ „სითასლოუს“ (Cittaslow) ქალაქები, ისტორიული სოფლები, დააგემოვნოთ საფირმო კერძები ადგილობრივი ღვინის თანხლებით და ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით.

მარშრუტი, რომელიც ისტორიასა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს

ზოგადად, EuroVelo არის 17 საქალაქთაშორისო ველოსიპედის სამარშრუტო ქსელი, რომელიც დასრულების სხვადასხვა ეტაპზე კვეთს ევროპის ქვეყნებს. იგი ევროპის ველოსიპედისტთა ფედერაციის (ECF) მიერ მართული პროექტია, რომლის მიზანსაც ეკოლოგიური და მდგრადი ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. EuroVelo ავითარებს ველოტურიზმს ქალაქებში, ახდენს ველოსიპედების ტრანსპორტირებას ქალაქებში და საბოლოოდ, ადამიანებში ამკვიდრებს ველოკულტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

EuroVelo 8 არის  ხმელთაშუა ზღვის მარშრუტი, რომელიც მოიცავს 5900 კმ-ს და გადის 11 ქვეყანაში.  მარშრუტის თითქმის 500 კილომეტრი გადის იზმირში, თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქში. მისი პირველი გაჩერება უძველესი ქალაქი პერგამონი, იგივე ბერგამაა. შემდეგ გადის სეფერიჰისარს, სიღაჯიკს, ურლასა და ალაჩათს, რომელიც საბოლოოდ მთავრდება უძველეს  ქალაქ ეფესოში. თქვენ მოგზაურობის პარალელურად ნახავთ ჩიტების სამოთხეს ქალაქ იზმირში  (Bird Paradise), სადაც ნახავთ უმშვენიერეს ფლამინგოებს და ულამაზეს ფრინველებს.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments