11.1 C
Bolnisi
12.8 C
Rustavi
12.4 C
Marneuli
13.1 C
Gardabani
კვირა, აპრილი 19, 2026
HomeUncategorizedულამაზესი სტამბოლი სექტემბრის თვეში

ულამაზესი სტამბოლი სექტემბრის თვეში

სტამბული ტურისტებს სთავაზობს საოცარ მოგზაურობას სექტემბრის თვეში. მოინახულეთ ქალაქის არქიტექტურული საოცრებები, განიცადეთ  ყოველდღიური მოვლენების დინამიკა და დატკბით  ტრადიციული გასტრონომიით.  სექტემბერი კი მათ დასათვალოერებლად საუკეთესო პერიოდია. ამ დროს ზაფხული დასრულებულია, თუმცა ტურისტების ნაკადი ისევ არ წყდება და დღითიდღე იმატებს.

დროსა და ისტორიაში მოგზაურობა

სტამბოლი სიცოცხლით სავსე ქალაქია, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება.  მას ხანგრძლივი და უაღრესად საინტერესო ისტორია აქვს, რადგან  არსებობის მანძილზე იგი სხვადასხვა იმპერიის დედაქალაქი იყო და ამიტომაც მის არქიტექტურაში  მრავალფეროვანი წარსულის კვალი დღემდეა შემორჩენუილი.  ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორის არის აია-სოფიას მეჩეთი, სულთანაჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი, ბაზილიკის ცისტერნა, თოფქაფის სასახლე, გრანდბაზარი და სხვ.

საოცარი პანორამული ხედები

ბოსფორის  სრუტე ყოველ სეზონზე განსაკუთრებულად ლამაზია და სანაპიროსთან მიახლოებისას ტურტისტი საოცარ ხედს იხილავს.  ბოსფორის ხედზე ცქერისას კი უგემრიელესი თურქული საუზმის მირთმევა უდაოდ სასიამოვნოა. თქვენ მისი მონახულება ყველაზე უკეთ შეგიძლაით ნავით სეირნობისას. უნდა გითხრათ, რომ  კერძოს დაქირავების შემთხვევაში ორმაგი სიამოვნება გელოდებათ, რადგან მოივლით სტამბოლის ულამაზეს კულტურულ შენობებს შუა ბოსფორში და ამავდროულად, დააგროვებთ დაუვიწყარ მოგონებებს.

სტამბოლის კულტურა

ისტორიულ წარსულში იმოგზაურებთ, თუ მუზეუმების მონახულებასაც გადაწყვეტთ ქალაქ სტამბოლში. მაგალითად, ამ მხრივ აღსანიშნავია თურქეთის პირველი თანამედროვე  ხელოვნების მუზეუმი – Istanbul Modern ბოსფორის სანაპიროზე. იგი დაარსდა 2004 წელს და მისი ფართობი  მოიცავს 8.000  კვადრატულ მეტრს.  მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა ცნობილი თურქული ოჯახის Eczacıbaşı-ს კერძო კოლექციას წარმოადგენს, რომელიც თვითონ მუზეუმის დამაარსებელია. მასში ასევე განთავსებულია კინოთეატრი, კაფე, მაღაზია და დიდი ბიბლიოთეკა ტურისტებისთვის.

ქალაქის დინამიკა

სტამბოლი სიცოხლით სავსე ქალაქია, სადაც ყოველდღიურად მილიონობით თურისტი გადაადგილდება.  აქ დროდადრო იმართება საინტერესო კულტურული ღონისძიებები და ფესტივლები, რომლებიც ხელს უწყობს ქალაქის გამრავლფეროვნებას. არსებობს სხვადასხვა კულტურული ცენტრი, სადაც იმართება საინტერესო  ღონისძიებები. მაგალითად, ერთ-ერთი არის ათათურქის კულტურული ცენტრი (AKM) და სხვ.  აქ შემოდგომაზე აღინიშნება ბეიოღლუს კულტურული ფესტივალი, რომელიც  ქალაქის ყველაზე ყოვლისმომცველ კულტურულ და მხატვრულ ღონისძიებად ითვლება. თუ 6 ოქტომბრამდე იქნებით, შეძლებთ ამ უკანასკნელზე დასრებას. ამ  წელს გაიმართება ასევე ბოსფორის სრუტის ღონისძიება, რომელიც 19-დან 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.  

სტამბოლის სამზარეულო

სტამბოლის სამზარეულო  ერთ-ერთ უმდიდრეს და მრავალფეროვან სამზარეულოდ ითვლება მსოფლიოში. მისი ძირითადი პროდუქტებია: ხორცი (უმეტესად ცხვრის), ბრინჯი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხახვი, პამიდორი, ოსპი, იოგურტი, თეთრი ყველი და სხვ.  აქ რესტორნებს, კაფეებს  და სხვა კვებით დაწესებულებებს თავისი რეპუტაცია გააჩნია, რადგან ისინი ვიზიტორებს გამორჩეულ ადგილობრივ და საერთაშორისო კერძებს სთავაზობენ.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Recent Comments